ელიოტის თეორიის სასწავლო კურსი # 1 საქართველოში
დღესდღეობით ბაზარზე არსებობს უამრავი როგორც სტრატეგია / ალგორითმი ასევე ბაზრის პროგნოზირების ანალიტიკური მოდელები რომლის გამოყენება შეუძლებელია ყოველდღიურ ფონზე რადგანაც ეს მოდელები მუშაობენ გარკვეულ პერიოდში და გარკვეულ ვითარებების დროს. რის შედეგადაც ხდება დაინტერესებულ პირებთან შორის დეპოზიტების დაკარგვა
ელიოტის ტალღური თეორია არის ბაზრის ანალიზის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური სახეობა რომლის ფარგლებში შესაძლებელია თითქმის ყველა ფასის ცვლილების მოძრაობის აღწერა. 

თეორიის ძირითადი მნიშვნელობა
ელიოტის ტალღების თეორია ძირითადად არის დაფუძნებული ბუნების კანონზომიერებაზე, მასობრივი აზროვნების ფსიქოლოგიაზე და ციკლებზე. ელიოტის თეორიის შესაბამისად ყველა მოვლენა ვითარდება გარკვეული ციკლების ფარგლებში და ბაზარზე ყველა მოძრაობა იყოფა ხუთსვლიან განვითარებად ტრენდებში და სამსვლიან კორექციულ მოდელებზე.
მისი შესწავლა გაძლევთ შესაძლებლობას გააკეთოთ ფინანსური ბაზრის მოძრაობის კონკრეტული და ზედმიწევნით ზუსტი პროგნოზირება. ასევე ბაზარზე შესვლის და გამოსვლის ყველა სწორი წერტილის გამოთვლა რათა მიაღწიოთ დიდ წარმატებას.
აუდიტორია და სწავლის ფორმატი
ელიოტის კურსები არის გათვლილი ძირითადად გამოცდილ ტრეიდერებზე, რომლებსაც აქვთ მინიმუმ 6 თვიანი ვაჭრობის გამოცდილება. ფინანსურ ბაზარზე. ელიოტის ტალღური თეორიის შესწავლა იქნება როგორც ჯგუფური ასევე ინდივიდუალურ რეჟიმში და გაიყოფა ორ ძირითად ეტაპად- თეორიული შესწავლა და პრაქტიკული სემინარები. ლექციებს ჩაატარებენ ჩვენი გამოცდილი და კომპეტენტური ტრენერები და აგიხსნით ზედმიწევნით მარტივ და გასაგებ ენაზე. სრული კურსის ხანგძლივობა შეადგენს არა ნაკლებ 6 თვეს და დამოკიდებულია პრაქტიკულ გაკვეთილებზე
ბოლო დროს ფართოდაა გავრცელებული უამრავი სასწავლო კურსები, რომლებიც ამტკიცებენ თავის კომპეტენტურობას ფინანსური ბაზრის ანალიზში და მის პროგნოზირებაში. სამწუხაროდ, ძირითადი ე.წ. ხელმისაწვდომი პროგნოზირების მოდელები მუშაობენ მარტო გარკვეულ ვითარებებში და ხშირ შემთხვევაში იძლევიან მცდარ ინფორმაციას. ხოლო სწორი ვითარების შერჩევა პრაქტიკულად შეუძლებელია და ბაზარზე ვაჭრობა ხდება იღბალზე დამოკიდებული. სწორედ ამის მსხვერპლი გახდა უამრავი ტრეიდერი, რომლებმაც ბაზარზე ვაჭრობა დაამთავრეს კრახით.
ტალღური ანალიზი, რომელსაც ჩვენ გთავაზობთ, არის განკუთვნილი იმ ტრეიდერთა ნაწილისთვის, რომლებსაც უკვე აქვთ წარმოდგენა იმაზე, თუ რა არის ფინანსური ბაზარი.


სს ველსი
დამოუკიდებელ ტრეიდერთა კლუბი

თქვენ შეისწავლით

100%
სრული თეორიის შესწავლა რომელიც აგებულია ელიოტის მოდელზე, ტალღების კანონზომიერებებზე და შეფარდებებზე.
100%
მამოძრავებელ და საკორექციო ტალღების მახასიათებლების და მოდელირების კონფიგურაციის წესებს.
100%
გრაფიკული მოდელის აგება ელიოტის პრინციპების და ტალღების შესაძლო კონფიგურაციების გამოყენებით.
100%
ფიბონაჩის რიცხვების გამოყენება ტალღების ზომების და შეფარდებები გამოსათვლელად.
100%
ისტორიული მონაცემების სწორად წაკითხვა და სტრუქტურირებას პროგნოზირებისთვის.
100%
ტრენდის გაგრძელების ან შემოტრიალების შესაძლო წერტილების პოვნას და გამოყენებას.
100%
შეიწავლით რატომ და როდის მუშაობს სტანდარტული გრაფიკული ანალიზი და ასევე როდის და როგორი ტიპის ტალღებში ის არ მუშაობს.
100%
დაინახავთ ტალღის შიგნით სავაჭრო მოცულობების, და ფასის განვითარების მოტივაციას.
100%
კლასიკური ტექნიკური ანალიზის გამოყენების პირობებს ტალღურ ანალიზთან ერთად.
100%
შეისწავლით სად და როდის მარკეტმეიკერები, და სხვა მსხვილი მონაწილეები ცდილობენ შექმნან ბაზარზე ისეთი მოძრაობები რომ შეიქმნას ცრუ აზრი ტრენდის შესახებ.
100%
ვაჭრობის ძირითადი წესები და პრინციპები იმისთვის რომ თქვენ შეინარჩუნოთ საკუთარი კაპიტალი და გამოიმუშაოთ მოგება.
100%
შეისწავლოთ სავაჭრო სტრატეგიების პრინციპები იმისთვის რომ შექმნათ თქვენი საკუთარი სავაჭრო სისტემა, რომელიც დაგეხმარებათ ფულის გამომუშავებაში.
რალფ ნელსონ ელიოტი
შემქმნელი და დამფუძნებელი

რალფ ნელსონ ელიოტი

ტალღური ანალიზის შემქმნელად ითვლება რალფ ნელსონ ელიოტი. ელიოტი დაიბადა ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანზასში, 1871 წელს. პროფესიით ის იყო ბუღალტერ-ეკონომისტი. 58 წლის ასაკში მძიმე ავადმყოფობამ ელიოტი ლოგინს მიაჯაჭვა. ამ დროს, გადაწყვიტა საფონდო ბირჟის და იმ დროინდელი ტექნიკური ანალიზის დამფუძნებლების ნამუშევრების შესწავლა. ის სწავლობდა, იძიებდა და ნელ-ნელა, დაავადებიდან 9 წლის შემდეგ, გამოაქვეყნა ადამიანობის ისტორიაში პირველი წიგნი ტალღური ანალიზის შესახებ.. ამ ნამუშევრის გამოსვლის შემდეგ, ტალღური ანალიზი იძენს პოპულარობას. ელიოტი აგრძელებს თავის გამოკვლევებს და 8 წლის შემდეგ, აქვეყნებს ახალ წიგნს, რომელიც მისი შემოქმედების სახედ იქცა. წიგნს ეწოდება „ბუნების კანონი სამყაროს საიდუმლოება“. „ბუნების კანონი სამყაროს საიდუმლოება“-ს გამოქვეყნებიდან 2 წლის შემდეგ, 77 წლის ასაკში, ელიოტი გარდაიცვალა. ელიოტის ნამუშევრების გამოქვეყნების შემდეგ სხვა სპეციალისტებიც კავდებიან ტალღური ანალიზით.

ელიოტის ტალღების წესები


ყველა ტრენდი/პროგრესია შეიცავს 5 მამოძრავებელ ტალღას და დამატებით 3 საკორექციო ტალღას, რომლის ფარგლებშიც იქმნება სრული ციკლი. ხუთიდან, პირველი სამი ტალღა არის იმპულსური და ყოველი იმპულსური ტალღის შემდგომ ბაზარზე ვითარდება კორექცია, რომლის ფარგლებში ფასი ბრუნდება ტრენდის საპირისპირო მხარეს. საკორექციო ტალღები ძირითადად გრაფიკზე ინიშნება ასოებით А, В და С. საკორექციო მოდელში კი, ორი ტალღა არის იმპულსური და ერთი საკორექციო. ყველა ტალღას გააჩნია საკუთარი მახასიათებლები, რის შედეგადაც ხდება ბაზრის შემდგომი პროგნოზირება ყოველი დასრულებული ტალღის მერე. ყველაზე ეფექტური მოდელირება ხდება მაღალ ტაიმფრეიმებზე. კურსის გავლის დროს თქვენ ძირეულად შეისწავლით ელიოტის ტალღების მოდელირების წესებს, რომლებიც მაქსიმალურად გაგიადვილებთ ანალიზის განხორციელებას. მაგალითად, იმპულსური ტალღა (მამოძრავებელი ტალღის ნაწილი) ძირითადად არის ასხლეტვა გარკვეული დონიდან, რომლის ფარგლებშიც ვითარდება ხუთ ტალღიანი სვლა, სადაც მე-3 ტალღა არ არის ყველაზე პატარა და მე-4 ტალღის ძირი არ კვეთს პირველი ტალღის მაქსიმუმს. მაგრამ, საკორექციო ტალღებმა შესაძლოა გრაფიკზე მიიღონ 4 ტიპის ფორმა : ზიგზაგი, ფლეტი, სამკუთხედი, ორმაგი ან სამმაგი სამიანები.

ფიბონაჩის რიცხვები

ფიბონაჩის რიცხვები წარმოადგენს ლოგიკური რიცხვების თანმიმდევრობას, რომელიც გახსნა მე-13 საუკუნეში ლეონარდო ფიბონაჩიმ, ეს ლოგიკური თანმიმდევრობა გახდა ელიოტის თეორიის საფუძველი. ფიბონაჩის რიცხვების თანმიმდევრობამ მნიშნელოვანი გავლენა იქონია ფიზიკის, ტექნიკის, მათემატიკისა და ასტრონომიის განვითარებაზე.. ამ თანმიმდევრობაზე შესაძლოა აგებული იყოს ნებისმიერი ბუნებრივი ციკლი და ადამიანის ცხოვრების ე.წ. ლოგარითმული სპირალი.ასევე ფიბონაჩის რიცხვების თანმიმდევრობა სრულად აღწერს სამყაროს ზრდას და განვითარებას.ტალღების მათემატიკური ახსნა რიცხვითი თანმიმდევრობის დახმარებით, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს ტალღების მარტივ გაანგარიშებას. ფიბონაჩის რიცხვები ასახავენ ელიოტის თეორიაში ტალღებს შორის წარმოქმნილ შეფარდებებს და პროპორციულ ურთიერთობებს.

დიმიტრი სუკისაოვი

დამოუკიდებელ ტრეიდერთა კლუბის ხელმძღვანელი და სპეციალისტი სხვადასხვა სამეცნიერო პროექტში ალტერნატიული ბაზრის კვლევასთან დაკავშირებით. მუშაობს გარე აქტივების მმართველის თანამდებობაზე ისეთ შვეიცარიულ ბანკებში, როგორიცაა "Dukascopy" და "Saxo Bank".

გიორგი დურგარიანი

დამოუკიდებელ ტრეიდერთა კლუბის სავაჭრო დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი და მმართველი. ატარებს დამოუკიდებელ სემინარებს ფინანსური ბაზრების შესახებ და კონსულტაციას უწევს სხვადასხვა ფონდებს, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

ჰამლეტ მერაბიანი

ავტომატიზირებული სისტემების ტრეიდერ-ოპერატორი. სპეციალიზირდება სავაჭრო ალგორითმების სტრესს ტესტინგზე და ახორციელებს ვაჭრობას სხვადასხვა ტიპის ანგარიშებზე.
დაიწყე დღესვე
ტელეფონი: +995 790 33 33 33
ელ-ფოსტა: info@elliottwave.ge

კომპანიის შესახებ

Wealthy Traders Club — დამოუკიდებელ ტრეიდერთა ჯგუფი, დაფუძნდა 2014 წელს. კომპანია არის პირველი და ეთადერთი ქართულ ბაზარზე, რომელიც მოღვაწეობს ფინანსურ სეგმენტში, როგორც აქტივების მმართველი გუნდი (და არა სერვის-პროვაიდერი). კომპანიის განსხვავებული ბიზნეს მოდელი დაფუძნებულია “Research and Development”-ზე (კვლევა და განვითარება), რომლის საშუალებითაც შეიქმნა უნიკალური ანალიტიკური ინსტრუმენტები და ცოდნის გადაცემის მოდელები. ის ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, რომელიც ტრეიდერების გადამზადებაზეა ორიენტირებული და არ წარმოადგენს საბროკეროს ან სავაჭრო კანტორის წარმომადგენლობას. სპეციალისტები, რომლებიც კომპანიის ჯგუფებში ახორციელებენ სწავლებას, თავადაც აქტიურად არიან დაკავებულნი ფინანსურ ბაზარზე ვაჭრობით და ფულის გამომუშავებით. სტრატეგიული მიზანია კომპანიის მუდმივი განვითარება და სწრაფვა სრულყოფილებისაკენ. სწორედ ასეთი წარმატებული სტრატეგიის ხარჯზე გაიზარდა Wealthy Traders Club-ის გუნდი.

ჩვენ გვჯერა რომ ყველას შეუძლია მიაღწიოს წარმატება მაგიტომაც ვართ ერთად წარმატებისკენ 

პირველი დამოუკიდებელი ტრეიდერთა კლუბი ჩვენს ქვეყანაში